ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე რამდენიმე დღით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების გამო რამდენიმე დღით მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

,,ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების გამო, 9 დეკემბრის 09:00 საათიდან 13 დეკემბრის 09:00 საათამდე, ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.” – წერია განცხადებაში.