რა ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვა დაწესდა.

“თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.