რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა – სატვირთო ავტომანქანა გზის დამცავ ჯებირთან შეჯახების შემდეგ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.