რუსთავის ბავშვთა გუნდმა “რუსთავმა” ფეხბურთში რეგიონალური ტურნირი მოიგო

რუსთავის “​ფოლადის” სტადიონზე მიმდინარე ქვემო ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი  ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. მონაწილეობას კი  ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის ასაკობრივი (2010 წელს დაბადებული ბავშვთა) გუნდები იღებდა.

“რუსთავმა” შეხვედრის ბოლოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა “ალგეთს” და  “ქვემო ქართლი 2022”-ის გამარჯვებული გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. პრიზიორებსა და გამარჯვებულ გუნდს, შესაბამისი სინჯის მედლები და სამახსოვრო თასები გადაეცათ; ამას გარდა, დაჯილდოვდნენ ცალკეულ ნომინაციებში გამოვლენილი ლაურეატებიც