რუსთავის ,,გორდა” აფხაზეთის ტურნირის ჩემპიონია

რუსთავის საფეხბურთო გუნდმა “გორდა”  წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიების ფარგლებში 2013-2014 წლებში დაბადებული სპორტსმენები დააჯილოდოვეს.

წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ფეხბურთელებს მედლები,თასი და სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას მშობლები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ აფხაზეთის ტურნირი რომელიც 15 დეკემბერს მცხეთაში ჩატრადა რუსთავის ,,გორდას” გამარჯვებით დასრულდა, 2013 წლიანებმა მესამე,ხოლო2014 წელს დაბადებულმა სპორტსმენებმა პირველი ადგილი დაიკავეს.