რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ექვსი ქართველი მებრძოლის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით გაიხსნა.
წარმომადგენლობით ორგანოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით დღის წესრიგით განსაზღვრული ოთხი საკითხი განიხილეს.
სსიპ „ შრომის ინსპექციის სამსახურის ” რეკომენდაციის საფუძველზე, ცვლილება შევიდა „საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ N1 დადგენილებაში. „- ცვლილების შედეგად მოხდა რეგლამენტით დადგენილი ქცევის სტანდარტებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, როგორც საკრებულოს სხვა წევრების, ისე საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა მიმართ.“- განაცხადა საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა პაქსაშვილმა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შპს „არქიუმ არქიტექტურას“ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. როგორც სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, კობა ძლიერიშვილმა განაცხადა, კომპანია მეთერთმეტე მიკრორაიონის ტერიტორიაზე გეგმავს ახალი საცხოვრებელი უბნის შექმნას, რაც მოიცავს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას.
დამტკიცდა, შპს „ბიზნესის სახლის“ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ზონის უცვლელად „ კ-2 “ კოეფიციენტის 3,0-მდე გაზრდას.
დღეს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა, ასევე ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით, წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი, რაც ითვალისწინებს პროექტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ოთხ საკადასტრო ერთეულად დაყოფას









