რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

წარმომადგენლობით ორგანოში 2023 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს  ყველა პარტიის დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. 2023 წლის ბიუჯეტი პირველადი პროექტით 87 მილიონ 300 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოში მეორედ შეიტანა განსახილველად,რადგან ქალაქის ბიუჯეტი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო.