რუსთავში “დარმატექსი” H&M-ის, Next-ის და S’Oliver-ის სამოსს MADE IN GEORGIA-ს სახელით შეკერავს

რუსთავში, 100%-ით ქართული სამკერვალო ფაბრიკა “დარმატექსი,”რომელიც ნოემბერში გაიხსნა H&M-ის, Next-ის და S’Oliver-ის სამოსს MADE IN GEORGIA-ს სახელით შეკერავს.

როგორც ცნობილია კომპანია საწყის ეტაპზე 100 ადგილობრივ თანამშრომელს დაასაქმებს, ხოლო შემდგომ ეს რაოდენობა 200-300 დასაქმებულამდე გაიზრდება.
“დარმატექსი” ექსპორტზე ორიენტირებული იქნება და ის ცნობილი ბრენდებისთვის ქალისა და მამაკაცის სამოსს, ასევე უნიფორმებს შეკერავს, შეკერილი სამოსი კი ევროპის ისეთ ქვეყნებში გავა, როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და ა.შ

პროექტი აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

საწარმოს შექმნაში ჩადებული ჯამური ინვესტიცია 1.5 მლნ ლარია.