რუსთავში მაყვალა გონაშვილისადმი  მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში დღეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის  მაყვალა გონაშვილისადმი  მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. შეხვედრას  ყოფილი ჟურნალისტები, მწერლები და მსახიობები ესწრებოდნენ. პოეტმა და მწერალმა დამსწრე საზოგადოებას თავისი ლექსები წაუკითხა და ახალი წიგნის “უძრახი წყალი” პრეზენტაცია გამართა. 

ინფორმაციისთვის, მაყვალა გონაშვილს 2008 წელს ანა კალანდაძის, ხოლო 2010 წელს კი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.