რუსთავში მერიის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ნაძვის ხე ახალი სათამაშოებით იქნება მორთული. ქალაქს საახალწლოდ ნოებრის თვის დასაწყისიდან ამზადებენ. აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების და ილუმინაციების მონტაჟიც.
სადღესასწაულოდ უკვე მორთულია კოსტავას გამზირი, ასევე, მოედანზე საშობაო სოფელი მოეწყობა. რუსთავსერვისცენტრის და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის რამოდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მუშაობენ. რუსთავის ქუჩებში საახალწლო განათებები 10 დეკემბერს აინთება.