ახალგაზრდობის პარკში ნაძვის ხე და ილუმინაციები აინთო

რუსთავში საახალწლო სამზადისი კვლავ მიმდინარეობს. ახალგაზრდობის პარკში ნაძვის ხე და ილუმინაციები უკვე აინთო.

საცდელად ჩართულია მეგობრობის გამზირის შუაგამყოფი ზოლის საახალწლო განათებაც. თითქმის დასრულებულია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვაც, რომელიც წელს ოქროსფერ და წითელ ფერებში იქნება გაფორმებული.

რუსთავის ქუჩები საახალწლოდ 10 დეკემბერს განათდება.