რუსთავში საახალწლო სოფელი 10 დეკემბერს გაიხსნება

საახალწლო სამზადისი რუსთავში გრძელდება.

აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო სოფლის მოწყობა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვაც, თავისუფლების მოედანზე სადღესასწაულოდ ირთვება ქალაქის ცენტრალური გამზირის შუაგამყოფი ზოლი და შიდასაუბნო სივრცეები.

საახალწლო სოფლის გახსნას, რუსთაველებს ანსამბლი ,,თუთარჩელა” მიულოცავს.

რუსთავის საახალწლო სოფელი 10 დეკემბერს გაიხსნება და შობის ღამემდე გაგრძელდება.