რუსთავში სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა

რუსთავში ზაქარია ფალიაშვილის ნომერ პირველ სამუსიკო სასწავლებელში კონცერტი  გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ რუსთავის სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილებების მოსწავლეები.

სიმფონიური ორკესტრი კი რევაზ ტაკიძის დირიჟორობით მსმენელის წინაშე ბახის, მოცარტის ფოგლერისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებით წარსდგა.

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.