პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, რუსთავში ,,ქართული ხმები” და ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებენ
რუსთავის საახალწლო სოფელი, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ- კვირას მასპინძლობს. მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდება. პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები” და ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებენ.
6 იანვარს, რუსთავის ,,საახალწლო სოფელი”, სტუმრებს საბავშვო- გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან უმასპინძლებს.
სადღესასწაულოდ მორთული რუსთავი წელს განსაკუთრებით ლამაზია.
საახალწლო ილუმინაციებით განათებულია ცენტრალური ქუჩებიც და შიდასაუბნო სივრცეებიც.
დღეს საღამოს ,,საახალწლო ზღაპრით” ბავშვებს მშვიდობის სახელობის სკვერი უმასპინძლებს, სადაც საბავშვო სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება.
18:00 საათიდანვე ცოცხალი მისიკით სტუმრებს ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი ,,საახალწლო სიფელიც” ელოდება.
დღესვე, 20:00. საათზე, რუსთავის საახალწლო სცენას ჯაზ ორკესტრი დაიკავებს.