რუსთავში 13 დეკემბერს რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყლის” ინფორმაციით 13 დეკემბერს რუსთავში რამდენიმე მისამართზე ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით წყლის მიწოდება შეიზღუდება.

,,მე-8 მკრ-ნი N10-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით , ხვალ,13 დეკემბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება :მე-7 მკრ-ნი N 19,20,21,26,27, მე-8 მკრ-ნს

ასევე მე-16 მკრ-ნი N5 წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით ხვალ, 13 დეკემბერს 14:00-დან 16:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:მე-16 მკრ-ნს.” –  წერია განცხადებაში.