საახალწლო სამზადისი რომელშიც რუსთავის მერიის თითქმის ყველა სამსახური უშუალოდ მონაწილეობს, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა.
დილიდან ირთვებოდა თავისუფლების მოედანი, წინასადღესასწაულო სამუშაოები მიმდინარეობდა რუსთავის შუაგამყოფ ხიდზეც, სადაც საახალწლო ილუმინაციებით ხეები მორთეს. საახალწლო განათებები ეწყობა შიდასაუბნო სკვერებშიც.
საახალწლო სამზადისის ფარგლებში დღეს მე-8 მიკრორაიონში, ჟული შარტავას სახელობის სკვერი საახალწლოდ განათდება.