რუსთავში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

საახალწლო სამზადისი რუსთავში უკვე აქტიურ ფაზაშია.

ქალაქი, მთავარი ნაძვის ხის ასანთებად და საახალწლო სოფლის გასახსნელად ემზადება.

საახალწლო სოფელი და ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა.

სადღესასწასულო ილუმინაციების მონტაჟი თითქმის დასრულებულია კოსტავას გამზირზე.

,,რუსთავსერვისცენტრის” და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები, მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ.

თოდრიას ქუჩის, მეგობრობის გამზირის, სკვერების და შიდასაუბნო სივრცეების ქალაქის ცენტრალური გამზირის შუაგამყოფი ზოლის მორთვა, თითქმის 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მთავარი ნაძვის ხის ანთებიდან კი ყოველდღე, საშობაო სოფელი, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებით და უამრავი სიურპრიზით უმასპინძლებს რუსთაველებს.