ქვემო ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია შესული. შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების 60% სოფელ აღთაკლიაში უკვე დასრულებულია.
მიმდინარე სამუშაოების პროცესი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებმა მოინახულეს.
სოფელ აღთაკლიაში, შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 5კმ-ის გზა მოეწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2023 წლის აპრილში დასრულდება.









