რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ 10 დეკემბერს 20:00 საათზე საზეიმო ვითარებაში აინთება.
რუსთავის საახალწლო დღესასწაულის პირველი სიურპრიზი რუსთავის ისტორიას უკავშირდება და საახალწლო ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, უფლისწული იქნება. სწორედ უფლისწული აანთებს რუსთავის მთავარ ნაძვის ხეს და გახსნის საახალწლო სოფელს.
დღესასწაულს მუსიკალურად ანსამბლი ,,თუთარჩელა“ გააფორმებს.
პირველი წინასაახალწლო დღესასწაული რუსთავში, რომელიც კიდევ ერთი ლამაზი ტრადიციის დასაბამი შეიძლება გახდეს რუსთაველებისთვის, ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდება.
აღსანიშნავია რომ 10 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით საახალწლო სოფელი თითქმის ყოველდღე ახალი პროგრამით უმასპინძლებს სტუმრებს.
6 იანვარს, საშობაოდ, კი შობა-ახალწელს რუსთავისთვის ,,ქართული ხმები“ და ჯგუფი ,,რეგიონი“იმღერებენ.









