შარტავას სახელობის გამზირზე გზის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე გზის საფარის დაგების სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.

სამუშაოები​ს გამო 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია რუსთავის მერიამ გაავრცელა.