ჭყონდიდელის დასახლებაში არსებულ საწარმოს ხანძარი გაუჩნდა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში არსებულ საწარმოს ხანძარი გაუჩნდა.

როგორც ცნობილია, ცეცხლი საწარმოს სამზარეულში ელექტროსადენებს წაეკიდა.

საწარმოს ტერიტორიაზე  საპატრულო და სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.