ბოლნისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მერიაში შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი მარიამ გვიდიანი უძღვებოდა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ძალადობის სახეებსა და ძალადობის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.