რუსთაველის 11 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ნინო ლაცაბიძემ განცხადება გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზარალის რაოდენობას კი გამოძიება დაადგენს, როგორც ცნობილია შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან საქმის შესწავლა მიმდინარეობს და მას შემდეგ რაც ისინი საბოლოო დასკვნას დადებენ ცნობილი გახდება, როგორც ზარალი ასევე კორპუსის შესახებ მდგომარეობა.
,,გუშინ ღამითვე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შევქმენით სამუშაო ჯგუფი,რომ ემოქმედათ უფრო სწრაფად და ეფექტიანად. ყველაზე მთავარი არი, რომ ამ ინციდენტს არ მოყოლია მსხვერპლი და მძიმე დაზიანება. 19 ოჯახი დღეს არის სრულად გამოყვანილი არსებული კორპუსიდან.მათგან რამდენიმე ოჯახი მუნიციპალიტეტის დახმარებით გადაყვანილია სასტუმროში, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა და დღესვე ვაპირებ მათთან შეხვედრას სამომავლოდ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ერთად.
მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სამაშველო ჯგუფს,რომლებმაც ერთი ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს ნანგრევებიდან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი გუშინდელი ეფექტიანი მუშაობა.
ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მთავრობასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ზოგადად მძიმე ავარიული კორპუსების გამაგრებაზე უფრო სწრაფი გამოსავლის მოძებნისათვის მუშაობას. ასევე მინდა ვთქვა, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება რუსთავის მერიაში, რომ მაქსიმალურად გამკაცრდება მიმდინარე საქმეებზე რეაგირება, ისეთ საქმეებზე როგორიც ეხება ძველ კორპუსებში მიშენება, დაშენება, ნებისმიერი სამშენებლო ჩარევის განხორციელება და უახლოეს პერიოდში სრულად ავკრძალავთ ძველ კორპუსებზე მსგავსი ტიპის ჩარევებს ,რაც საბოლოო ჯამში იწვევს კორპუსის ავარიულობამდე მიყვანას.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშოაბას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ,რომ ქალაქში მსგავსი გამოწვევა რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ.” – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.









