13 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 დეკემბერს 03:00-დან 03:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-17, მე-19, მე-11, მე-18 მიკრორაიონებში კლდიაშვილის, თოდრიას, რუსთაველის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში 21-ე, მე-18, მე-19 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, ხადიკი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ლელაშხა, აზიზბეკოვი, კაპანახჩი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, წვერი, მოხისი, ელფია, ღვევი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, ბესიკის, გოგებაშვილის, ივერიელის, გამსახურდიას, ოპიზრების და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.