14 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს 03:00-დან 03:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მე-7, მე-20, მე-15, მე-14 მიკრორაიონებში, მესხიშვილის, თოდრიას, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

10:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ჟორდანიას და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კალინინო, კაპანახჩი, ბოტანიკა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ტეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, მარაბდა, მზიანეთი, ასურეთი, დიდი დურნუკი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი, დარბაზი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება, სააკაძე, ლოჭინი, დიდი ლილო, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.