15 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, როზა, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონნის სოფლებში ხაიში, მარაბდა, ქოთეში, დურნუკი, ყიზილაჯლო, ასურეთი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, ქოლაგირი, ცურტავი, მუღანლო, ხიდისყური, ზემო არქევანი, ბალახაური და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის ოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, ახალსოფელი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.