16 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კუმისი, აზიზქენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაქენდი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, აკურთა, ზვარეთი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კიზილაჯლო, იფნარი, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა და მიმდებარე სოფლებში;

12:35-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, გონაშვილის, ჩოხელის, ყაზბეგის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.