2 იანვარს გარდაბანში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება გაიმართება

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, გარდაბანში თიკა მახალდიანი,ანი ვეკუა და ოთო ნემსაძე იმღერებენ.

გარდაბანში სადაც მთავარი ნაძვის ხე 23 დეკემბერს საზეიმოდ აინთო, სტუმრებს ყოველდღიურად მასპინძლობს. მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი 2 იანვარს გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საბავშვო- გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 14:00 საათიდან უმასპინძლებს.

შეგახსენებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს.