2022 წლის ბოლომდე,რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარს 8885 რუსთაველი მიიღებს

2022 წლის ბოლომდე,  რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარს, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები, დღის ცენტრებისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების, მუნიციპალური თავშესაფრის, „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე“-ს და მინიმალური სასურსათო პროგრამის ბენეფიციარები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები, სულ 8885 რუსთაველი მიიღებს.