2023 წლიდან რუსთავში ოთხი სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს მთავრობა 2023 წლიდან  მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს,რომელიც ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში 2023 წლიდან რუსთავში ოთხი სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება  N1, N7 , N10, N17 სკოლებს . ჯერჯერობით უცნობია სად და როგორ გააგრძელებენ სასწავლო პროცესს აღნიშნული სკოლის მოსწავლეები.

დამატებითი დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.