საქართველოს მთავრობა 2023 წლიდან მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს,რომელიც ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში 2023 წლიდან რუსთავში ოთხი სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება N1, N7 , N10, N17 სკოლებს . ჯერჯერობით უცნობია სად და როგორ გააგრძელებენ სასწავლო პროცესს აღნიშნული სკოლის მოსწავლეები.
დამატებითი დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.