23 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 დეკემბერს 11:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, თბილისის, მეგობრობის, მაჩაბელის, ვახუშტის, პეტრე მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, პანტიანი, წვერი, დრე და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კარათაკლია, ყარაჯალარი, ფონიჭალა, გაჩიანი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი, ფოცხვერიანი, ძეძვნარიანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კარაბულახი, გედაგდაღი, უსეინქენდი, ახა და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში კოსმონავტების, აღმაშენებლის, ასათიანის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.