24 და 26 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 15:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი, მანგლისი, პანტიანი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

26 დეკემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ამლივი, ორბეთი, აბრამეთი, ჩხიკვთა და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, ბაზაქლო, ოროზმანი, კამიშლო, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა თამარისი, მუღანლო, ქოლაგირი, ნახიდური, ტალავერი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.