25 დეკემბერს მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება

25 დეკემბერს,გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.

,,25 დეკემბერს, 17:00 საათზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, მაყურებლის წინაშე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ წარდგება. დასწრება თავისუფალია.” – წერია გავრცე;ებულ ინფორმაციაში.