ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, მარაბდა, მზიანეთი, ყიზილაჯლო, ახკერპი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, მთისძირი, თელეთი, გამარჯვება, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყარს რაიონის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი, კოდა, ირაგა და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათადე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლეში ნახიდური, ხიდისყური, ხატისოფელი, ჭაპალა, დაბა კაზრეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.