ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 დეკემბერს 11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ამლივი, ჯორჯიაშვილი, ფარცხისი, ჩხიკვთა, საღრაშენი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისში 26 მაისის, ხერხეულიძის, 300 არაგველის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ჩოლიანი, გოდაკლარი, ლივადი, ავრანლო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









