ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, წინწყარო, კოდა, ჯორჯიაშვილი, მუხათი, ვაშლოვანი და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, თელეთი, გამარჯვება, ახალსოფელი, სართიჭალა, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში ფარნავაზის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, ტამარ მეფის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.