ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს 02:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, 20-ე მიკრორაიონის, ტაშკენტის, სპორტის და მიმდებარე ქუჩებზე;
10:00-დან 10:15 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, გომარეთი, განთიადი, დიდი დმანისი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 16:15 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, მე-15, მე-7, მე-14 მიკრორაიონებში, ლებანიძის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებსი დაშბაში და იმერა;
11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, პანტიანი, წყლულეთი, წვერი, დრე, კვესეთი, მოხისი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, სიონი, ახკულა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









