7 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 დეკემბრის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ხოლო მინიმალური -7 გუდაურში.

რუსთავში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

თბილისშიც თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი