“დედების სივრცე” აგრძელებს ყოველკვირეულ შეხვედრებს

“დედების სივრცე” აგრძელებს ყოველკვირეულ შეხვედრებს.

დღევანდელი შეხვედრის თემა: “ქალის უფლებები და ქალის როლი საზოგადოებრივ საქმიანობაში” იყო.

დღევანდელი სფიქერი სამართალმცოდნე და უფლებადამცველი ნანა გოგოხია იყო, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს დევნილთა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა და ქალთა უფლებების დაცვაზე.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ქალის უფლებებზე, ქალთა მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში,ასევე ქალების მონაწილეობაზე მუნიციპალურ დონეზე და მათ შესაძლებლობებზე.

შეგახსენებთ, “დედების სივრცის” ორგანიზებით, შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში ყოველ შაბათს მიმდინარეობს.