თბილისში, პეკინის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი და შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის თანხა მოითხოვა.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რა რაოდენობის თანხაა წაღებული ბანკიდან, უცნობია.