რუსთავში კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა ახალ სკვერში დღეს საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო.
მესხიშვილის ქუჩის #11 და #13 საცხოვრებელი კორპუსებთან, მულტიფუნქციური სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო.
ახალი შიდასაუბნო დასასვენებელო სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გახსნა.
მულტიფუნქციურ რეკრეაციაში, 5737 კვადრატულ მეტრ ფართობზე საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი ზონები, განათების ქსელი, დეკორატიული ღობე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეა მოწყობილი.
ვანდალიზმის თავიდან არიდების მიზნით, სკვერში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერებიც.
მიმდინარე წელს რუსთავში 15 ახალი შიდასაუბნო სკვერი მოეწყო.









