მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტები რუსთავში

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, რუსთავში 2022 წელს დასრულდა დიდების მემორიალის სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები და დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია.

ასევე, მეგობრობის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად,  ცხრა შენობა რეაბილიტირდა, ხოლო სამი შენობა პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში არის რეაბილიტირებული.

კორპუსების რეაბილიტაციის ფარგლებში შენობის ფასადები, ფანჯრები და განათების სისტემა და ვიტრაჟები შეიცვალა.

ქალაქში ასევე 2022 წელს სულ 120 ლიფტი შეიცვალა ახლით და როგორც ცნობილია ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის რუსთავში მიმდინარეობს  ქალაქის შემოსასვლელის და თამარ მეფის სახელობის მოედნის,  ჟიული შარტავას, შოთა რუსთაველის მოედნებისა და ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.

როგორც ცნობილია ქალაქ რუსთავში მიმდინარე სამუშაოები 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება