რუსთავის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.
საახალწლო დღესასწაულის პირველი სიურპრიზი რუსთავის ისტორიას უკავშირდება და საახალწლო ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უფლისწულია, სწორედ მან აანთო რუსთავის მთავარი ნაძვის ხე და გახსნა საახალწლო სოფელი.
დღესასწაული მუსიკალურად ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“ გააფორმა.
პირველი წინასაახალწლო დღესასწაული რუსთავში, რომელიც კიდევ ერთი ლამაზი ტრადიციის დასაბამი შეიძლება გახდეს რუსთაველებისთვის, ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.
შეგახსენებთ 10 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით საახალწლო სოფელი თითქმის ყოველდღე ახალი პროგრამით უმასპინძლებს სტუმრებს, ხოლო 6 იანვარს, საშობაოდ, კი შობა-ახალწელს რუსთავისთვის ,,ქართული ხმები“ და ჯგუფი ,,რეგიონი“იმღერებენ.









