რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში არსებულ საწარმოს ხანძარი გაუჩნდა.
როგორც ცნობილია, ცეცხლი საწარმოს სამზარეულში ელექტროსადენებს წაეკიდა.
საწარმოს ტერიტორიაზე საპატრულო და სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.









