გარდაბანში ახალგაზრდული მუნიციპალური მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება

გასულ წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერისა და განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა განხორციელდა.

ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს “შემოიარე საქართველოა”. პროექტის განხორციელება 2023 წელსაც იგეგმება. ,,შემოიარე საქართველოს’’ ფარგლებში მუნიციპალოტეტი შიდა ტურების რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

პროგრამა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ცნობიერების ამაღლებასა და ინტერესების გაუმჯობესებას ემსახურება.