გარდაბანში 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა 38 სოფელზე გადანაწილდება. განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში შესული  დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები  26 იანვრიდან დაიწყება.

მერიის წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში შეხვედრებს პერიოდულად გამართავენ.