გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაკლიის, ყარათაკლიის და ყარაჯალარის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა 38 სოფელზე გადანაწილდება.
შეგახსენებთ მერიის წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში შეხვედრებს პერიოდულად გამართავენ.
შეხვედრებზე განსახორციელებელ პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით შეარჩევს.
შერჩევის პროცესი გარდაბნის მუნიციპალიტეტში თებერვლის თვეში დასრულდება.