თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.
შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმე არაა, მაგრამ საყურადღებოა.
ერთი დაშავებულიკი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული ,მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.









