ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
რუსთავის მერიის ორგანიზებით დღეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო ღონისძიებები იმართება.
ღონისძიების სამზადისი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, დილიდან აქტიურად დაიწყო. მოეწყო საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო სივრცეები.
დღევანდელი ღონისძიება ჯგუფი “რეგიონის” კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.